19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"⛪️ ამა წლის 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

🔸️ ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება." - ნათქვამია ინფორმაციაში.