აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დამარცხების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა ლონგ-აილენდზე, გარდენ-სიტიში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
„როიტერსის“ ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა შეეგუონ ბენზინის ოდნავ გაზრდილი ფასს.
„თქვენ უნდა გადაიხადოთ ოდნავ მეტი თქვენი ბენზინისთვის, მაგრამ ესაა ფასი იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ძალიან ბოროტ“ ქვეყანას არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს დიდი სამსახურია მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის... და ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ“, - დასძინა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმისთვის არასოდეს მოიხდის ბოდიშს და დაამატა:
ტრამპმა ასევე დაამატა: „ირანის დამარცხების შემდეგ... მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ“.
ამით პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწწყლოსნო გზის გარშემო. ტრამპის განცხადება მოჰყვა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გუშინდელ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც აშშ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განიხილავს ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში.
ჰორმუზის სრუტით მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20% გადის. მისი კონტროლი აშშ-ს მისცემს ირანის ნავთობის ექსპორტზე სრულ ბერკეტს.
წყარო: „ნიუ-იორკ პოსტი“/„როიტერსი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




