„ერთა ლიგაზე" გადამწყვეტი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ერთი ტიპის ტაქტიკით ვთამაშობდით, ალბანეთთან შეხვედრაში კი გარემოებებიდან გამომდინარე რაღაცების შეცვლა მომიწია. ხშირი ცვლილებების წინააღმდეგი ვარ, რადგან ნაკრებში მოსამზადებლად ფეხბურთელებს მუდამ ცოტა დრო ეძლევათ.
დაცვის ხაზში ბევრი ვეტერანი მოთამაშე გვყავს, თუმცა გამოჩნდა ახალგაზრდა საბა გოგლიჩიძე, რომელიც მომდევნო ორი მატჩიდან მინიმუმ ერთს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. რთული თამაშები გველის, თუმცა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი სწორედ ამ დივიზიონშია და უკანასკნელი წარმატებები შემთხვევითობა არ ყოფილა“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშების ნოემბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტურნირის მესამე და მეოთხე ტურისტის 23 ფეხბურთელი გამოიძახა,
ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ნაკრები 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს. მოგვიანებით გუნდი ბათუმში გადაინაცვლებს.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.