ვიმედოვნებ, ნოემბერში ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის ამაღლება და მზად ვიყოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი ალბანეთთან მატჩის შემდეგ. თამაშის ჩანაწერი ბევრჯერ ვნახე და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. ახლა ორი რთული მატჩი გველის. უკრაინა და ჩეხეთი ძლიერი გუნდები არიან. ჩვენთვის, ეს არის შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ბ ლიგა საქართველოსთვის რთული ლიგაა. მართალია, ყველანი კიდევ უფრო დიდ წარმატებებზე ვოცნებობთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ჩვენს განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ვიმედოვნებ, ნოემბერში ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის ამაღლება და მზად ვიყოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.