აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გადამწყვეტი შეხვედრები დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იტალიელი მატეო პირასი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფინელმა ლუკას საჰამ ტაჯიკი ნურალი ემომალი დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის შეხვედრა იაპონელ,ა რიომა ტანაკამ თანამემამულე ტაკეში ტაკეოკას მოუგო.