დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან დასრულებულიც კი არის, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი მიმდინარეა და ამიტომ დეტალების გაჟღერებისგან თავს შეიკავებს.
„არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს ყველა განცხადებას აუცილებლად გავნიხილავთ. მოლაპარაკების პროცესი კონფიდენციალურია და დასრულებული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე“, – განაცხადა პროკურორმა.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.




