ბაქოში ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობის მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.

ქალთა 52 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა შეინარჩუნა იაპონელმა უტა აბემ. იგი მეექვსედ (2016 - ბაქო, 2019 - ტოკიო, 2022 - ტაშკენტი, 2023 - დოჰა, 2025 - ბუდაპეშტი, 2026 - ბაქო) გახდა მსოფლიო ჩემპიონი

კაცთა შორის ჩემპიონი მისი ძმა, ჰიფუმი გახდა. მან შაშან მოპოვებული ბრინჯაო წერს ოქროზე გადაცვალა და საერთო ჯამში მეხუთედ (2017 - ბუდაპეშტი, 2018 - ბაქო, 2022 - ტაშკენტი, 2023 - დოჰა, 2026 - ბაქო) მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი

ქალები
1. უტა აბე - იაპონია
2. არიან ტორო სოლერი - ესპანეთი
3. აიუმი ლეივა სანჩესი - ესპანეთი
3. ოდეტ ჯუფრიდა - იტალია

კაცები
1. ჰიფუმი აბე - იაპონია
2. დევიდ გარსია ტორნე - ესპანეთი
3. დენის ვიერუ - მოლდოვა
3. ტაკეში ტაკეოკა - იაპონია

ქართველი ძიუდოისტი, 2017 და 2024 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი, პირველ წრეში აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ