დღეს, ბაქოში, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ჩემპიონატში 93 ქვეყნის 622 ძიუდოისტი (287 ქალი და 335 კაცი) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე 13 სპორტსმენით წარდგება:
ქალები
57კგ - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე
70 კგ - ნინო გულბანი
+78კგ სოფიო სომხიშვილი
კაცები
60კგ - გიორგი სარდალაშვილი
66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
81კგ - ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე
100კგ - ილია სულამანიძე
+110 კგ - გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატები 1956 წლიდან ტარდება. პირველ სამ ჩემპიონატზე ძიუდოისტები წონით კატეგორიებში არ იყვნენ გადანაწილებულები და ყველანი ერთად ასპარეზობდნენ.
1965 წელს ოთხი წონით კატეგორია იყო: 68კგ, 80 კგ, +80კგ და აბსოლუტური წონა
1967 წლიდან 1979 წლამდე ექვს წონით კატეგორიაში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას: 63კგ, 70კგ, 80კგ, 93კგ, +93კგ და აბსოლუტური წონა.
1979 წლიდან 1999 წლამდე მედლები უკვე რვა წონით კატეგორიაში თამაშდებოდა: 60კგ, 65კგ, 71კგ, 78კგ, 86კგ, 95კგ, +95კგ და აბსოლუტური წონა.
1999 წლიდან დღემდე წონითი კატეგორიები ამგვარადაა გამიჯნული ერთმანეთისგან: 60კგ, 66კგ, 73კგ, 81კგ, 90კგ. 100კგ, +100 კგ და აბსოლუტური წონა.
ამ უკანასკნელ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის არ ტარდება სულ 1956-1991 წლებში მსოფლიო ჩემპიონატი 16-ჯერ ჩატარდა.
საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომლის რიგებშიც ქართველი ძიუდოისტები გამოდიოდნენ, 1965 წლიდან არის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ჩატარებულ 13 მსოფლიო ჩემპიონატში 17 ქართველ ძიუდოისტს 21 მედალი აქვს მოპოვებული:
ოქრო - 4
თენგიზ ხუბულური (95კგ) 1979,1981
ამირან ტოკლიკაშვილი (60კგ) 1989
კობა კურტანიძე (95კგ) 1989
ვერცხლი - 4
ანზორ ქიბროწაშვილი (აბსოლუტური წონა) 1965
ჯიბილო ნიჟარაძე (+93კგ) 1973
აკაკი კიბორძალიძე (აბსოლუტური წონა) 1989
დავით ხახალეიშვილი (აბსოლუტური წონა) 1991
ბრინჯაო - 13
ანზორ კიკნაძე (აბსოლუტური წონა) 1965
ანზორ კიკნაძე (+93კგ) 1967
გივი ონაშვილი (+93) 1969
შენგელი ფიცხელაური (63კგ) 1973
რამაზ ხარშილაძე (93კგ) 1975
შოთა ჩოჩიშვილი (აბსოლუტური წონა) 1975
თამაზ ნამგალაური (71კგ) 1979, 1983
დავით ბოდაველი (86კგ) 1981
შოთა ხაბარელი (79კგ) 1983
გიორგი თენაძე (60კგ) 1989
ვლადიმერ დგებუაძე (71კგ) 1991
დავით ხახალეიშვილი (+95კგ) 1991
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გამართულ 22 მსოფლიო ჩემპიონატში 22 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა 51 მედალი:
ოქრო - 11
ირაკლი ცირეკიძე (90კგ) 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) 2014
გურამ თუშიშვილი (+100კგ) 2018
ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) 2019
ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) 2021
ტატო გრიგალაშვილი (81კგ) 2022, 2023, 2024
ლუკა მაისურაძე (90კგ) 2023
გიორგი სარდალაშვილი (60კგ) 2024
ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) 2025
ვერცხლი - 15
დავით ხახალეიშვილი (+95კგ) 1993
გიორგი ვაზაგაშვილი (60კგ) 1995
გიორგი რევაზიშვილი (60კგ) 1997
ზურაბ ზვიადაური (90კგ) 2001, 2003
ნესტორ ხერგიანი (60კგ) 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) 2013
ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) 2013
ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) 2017, 2018
ტატო გრიგალაშვილი (81კგ) 2021, 2025
ლაშა ბექაური (90კგ) 2023
გურამ თუშიშვილი (+100კგ) 2024, 2025
ბრინჯაო - 25
გიორგი ვაზაგაშვილი (60კგ) 1993, 1997
დავით ხახალეიშვილი (აბსოლუტური წონა) 1993
დავით ხახალეიშვილი (+95კგ) 1995
ნესტორ ხერგიანი (60კგ) 1999
გიორგი რევაზიშვილი (73კგ) 1999
ლაშა გუჯეჯიანი (+100კგ) 2005, 2007
ირაკლი ცირეკიძე (90კგ) 2011
ამირან პაპინაშვილი (60კგ) 2014, 2018
ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) 2014, 2015
ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) 2021
ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) 2015
ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) 2017, 2024
უშანგი მარგიანი (90კგ) 2017
ლუკა მაისურაძე (81კგ) 2019
ილია სულამანიძე (100კგ) 2021
ლაშა ბექაური (90კგ) 2022
ლუკა მაისურაძე (90კგ) 2022, 2025
გურამ თუშიშვილი (+100კგ) 2022
გიორგი სარდალაშვილი (60კგ) 2023
სულ, ქართველ ძიუდოისტებს დღემდე 35 მსოფლიო ჩემპიონატში აქვთ მიღებული მონაწილეობა და მათ ანგარიშზე 15 ოქროს, 19 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




