დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი H ჯგუფში.
გვადალახარაში, „აკრონზე“, ესპანეთმა მინიმალური ანგაიშით სძლია ურუგვაის და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ურუგვაი ორი ქულით პლეი-ოფში ვერ მოხვდა.
ესპანეთი - ურუგვაი 1:0(1:0)
გოლი: 42' ალექს ბაენა
გაძევება: 90+5' აგუსტინ კანობიო (ურუგვაი, წითელი ბარათი)
ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე“, კაბო-ვერდეს და საუდის არაბეთის შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა.
კაბო-ვერდე - საუდის არაბეთი 0:0
ამ მომენტისთვის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა:
მექსიკამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ (მეთექვსმეტედფინალში კანადას შეხვდება), შვეიცარიამ, კანადამ, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ (მეთექვსმეტედფინალში აშშ-ს შეხვდება), ბრაზილიამ (მეთექვსმეტედფინალში იაპონიას შეხვდება), მაროკომ (მეთექვსმეტედფინალში ნიდერლანდებს შეხვდება), აშშ-მა, ავსტრალიამ, პარაგვაიმ (მეთექვსმეტედფინალში გერმანიას შეხვდება), გერმანიამ, კოტ დ'ივუარმა (მეთექვსმეტედფინალში ნორვეგიას შეხვდება), ეკვადორმა, საფრანგეთმა (მეთექვსმეტედფინალში შვედეთს შეხვდება), ნორვეგიამ, არგენტინამ (მეთექვსმეტედფინალში კაბო-ვერდეს შეხვდება), ნიდერლანდებმა, იაპონიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, კაბო-ვერდემ, კოლუმბიამ.




