დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩები

ლატვიაში უკრაინის ნაკრებმა მონტენეგროს უმასპინძლა და დამარცხდა.

უკრაინა — მონტენეგრო 71:77(19:19, 14:17, 15:19, 23:22)


ესპანეთში მასპინძლებმა საბერძნეთი დაამარცხეს და მას მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების იმედი გადაუწურეს.

ესპანეთი — საბერძნეთი 83:74(22:22, 19:18, 25:13, 17:21)


ამრიგად, ბოლო ორი შეხვედრის წინ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი ხუთ გუნდს აქვს. ხუთივე მათგანს 7-7 მოგებით ასპარეზობის დამთავრება შეუძლია და ასეთი ალბათობის ხდომილების შემთხვევაში ყველაფერს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს, ყველაზე მეტად ეს მდგომარეობა პორტუგალიას აწყობს, რადგან მას ხუთი მოგება ექნება, საქართველოს, ესპანეთს და მონტენეგროს 4-4, უკრაინას კი სამი.



დარჩენილი შეხვედრები:

26.02.27 მონტენეგრო — საქართველო
26.02.27 პორტუგალია — ესპანეთი
26.02.27 საბერძნეთი — უკრაინა

01.03.27 საქართველო — საბერძნეთი
01.03.27 უკრაინა — პორტუგალია
01.03.27 ესპანეთი — მონტენეგრო

მოამზადა რაულ კაპანაძემ