ტირანაში, „არენა კომბეტარეზე", უეფას ერთა ლიგის B-1 ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საქართველო ალბანეთს შეხვდება.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში და რეალური საგოლე მომენტების გარეშე წარიმართა და 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა და 71 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა.
ალბანეთი - საქართველო 0:1(0:0)
გოლი: 71' გიორგი ქოჩორაშვილი
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი - გიორგი ქოჩორაშვილი (90+3' სანდრო ალთუნიშვილი), ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე - გიორგი მიქაუტაძე (86' ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია (75' ზურიკო დავითაშვილი)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები Flashscore-ს მიხედვით
ამავე ჯგუფში ჩეხეთმა უკრაინას 3:2 სძლია
ჩეხეთი - უკრაინა 3:2(2:1)
გოლები: 21' პაველ სულცი 1:0, 37' ვლადისლავ ვანატი 1:1 45+2' პაველ სულცი 2:1, 79' ტომაშ სოუჩეკი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1, 84' გეორგი სუდაკოვი 3:2
მომდევნო შეხვედრების განრიგი
მასალა განახლებულია.