ყეფას ერთა ლიგაზე ბოლო ტურის შეხვედრები დაიწყო.
B-2ჯგუფში ინგლისმა ირლანდიას მოუგო, საბერძნეთმა კი ფინეთს და ბოლო ტურის წინ არსებული სიტუაცია განამტკიცეს. ინგლისი A ლიგაში დაწინაურდა, საბერძნეთი დაწინაურებას პლეი ოფიდან შეეცდება, ირლანდიამ და B ლიგაში დასარჩენად C ლიგის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში უნდა გაარკვიოს ურთიერთობა.
ინგლისი - ირლანდია 5:0(0:0)
გოლები: 53' ჰარი კეინი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 56' ენტონი გორდონი 2:0, 58' კონორ გალაჰერი 3:0, 76' ჯაროდ ბოუენი 4:0, 79' ტეილორ ჰარვუდ-ბელისი 5:0
გაძევება: 51' ლაიამ სკეილსი (ირლანდია, მეორე ყვითელი)
ფინეთი - საბერძნეთი 0:2(0:0)
გოლები: 52' ანასტასიოს ბაკასეტასი 0:1, 56' ხრისტოს ძოლისი 0:2
B-3 ჯგუფში ავსტრიამ სახლში შეხვედრის მიწურულს გაუშვა გოლი და პირველ ადგილზე ნორვეგია გავიდა. ავსტრია A ლიგაში პლეი ოფში წარმატების შემთხვევაში მოხვდება. სლოვენია პლეი ოფში შეეცდება B ლიგაში ადგილის შენარჩუნებას
ავსტრია - სლოვენია 1:1(1:0)
გოლები: 27' რომანო შმიდი 1:0, 81' ადამ გნეზდა ჩერინი 1:1
ნორვეგია - ყაზახეთი 5:0(3:0)
გოლები: 23' და 37' ერლინ ჰოლანი 1:0 და 2:0, 41' ალექსანდერ სორლოტი 3:0, 71' ერლინ ჰოლანი 4:0, 76' ანტონიო ნუსა 5:0
C-4 ჯგუფში სომხეთმა ლატვიაში გაიმარჯვა და პლეი ოფში წარმატების შემთხვევაში B ლიგაში დაწინაურდება. ფარერებს მეორე ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა დამარცხდა და ახლა C ლიგაში დარჩენისთვის პლეი ოფში გამარჯვება დასჭირდება.
ლატვია - სომხეთი 1:2(0:0)
გოლები: 48' ედუარდ სპერციანი 0:1, 79' რობერტს ულდრიკისი 1:1, 74' არტურ მირანიანი 1:2
ჩრდილოეთ მაკედონია - ფარერები 1:0(0:0)
გოლი: 62' ბოიან მიოვსკი