მალმეში, „ელედა სტადიონზე“, დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრა „მალმეს“ და „იბერია 1999-ს“
პირველ შეხვედრაში სახლში განცდილი მარცხის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელებს მცდელობა არ დაუკლიათ და კარგა ხანს თანაბრად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ გამოცდილებამ ამჯერადაც თავის გაიტანა და „მალმემ“ ისევ 3:1 გაიმარჯვა.
„მალმე“ - „იბერია 1999" 3:1(0:0)
გოლები: 55' ალი ტაჰი 1:0, 80' პონტუს აინსონი 2:0, 89' ტაჰი ალი 3:0, 90+3' ამირან ძაგანია 3:1
„იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა