მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში თურქეთის ნაკრები პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მესამე ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გალარზამ გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან პარაგვაელთა ერთ-ერთი ლიდერი ალმირონიც გააძევა, მაგრამ თურქეთს ვერც ამან უშველა.
შედეგად, D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს. ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა ქულის გარეშე. მეორე ადგილისთვის პარაგვაი (3 ქულა) და ავსტრალია (3 ქულა) იბრძოლებენ.




