თბილისში დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის მეექვსე ტურის შეხვედრა A ჯგუფში მყოფ საქართველოს და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველო მატჩის პირველ მეოთხედში 18 ქულით ჩამორჩა და მეორე და მესამე მეოთხედებში სხვაობის მხოლოდ უმნიშვნელოს შემცირება შეძლო.

მეოთხე მეოთხედის წინ ესპანეთი 14 ქულით იყო წინ და ალბათ, გულშემატკივართა ძალიან მცირე ნაწილს თუ ჰქონდა შეხვედრის გადარჩენის იმედი. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიდან თორნიკე შენგელიას და მარკიზ რიდის გარდა არცერთის თამაში არ იყო სათანადო დონეზე.

თუმცა, სწორედ ამ ორი კალათბურთელის სასწაულებრივი თამაშის დას შედეგიანობის წყალობით საქართველომ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ოვერტაიმში 5-ქულიანი სხვაობაც აღმოფხვრა და გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო - ესპანეთი 83:83 (14:32, 24:20, 19:19, 26:12) ოვერტაიმში 93:91



საქართველო ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზურისთვის ბრძოლას B ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან (მათი ვინაობა ამ საღამოს გახდება ცნობილი)