„თბილისი არენა" თბილისის გრანდ სლემის მონაწილეებს მასპინძლობს.

თბილისი გრანდ სლემზე დასრულდა შეჯიბრება 60 კგ წონით კატეგორიაში. ფინალურ შეხვედრაში გიორგი სარდალაშვილმა ტურამ ბაირამოვის ვაზარს ვაზარით უპასუხა, მაგრამ მალე კიდევ ერთი ვაზარი გაუშვა და დამარცხდა.

გიორგი სარდალაშვილი თბილისის გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

1. ტურამ ბაირამოვი - აზერბაიჯანი
2. გიორგი სარდალიშვილი - საქართველო
3. მაგჟან შამშადინი - ყაზახეთი
3. არტიომ ლესიუკი - უკრაინა

ამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ისრაელელ ლიორ რაფაილოვთან გამარჯვების შემდეგ ყაზახ კანატ სელხანთან დამარცხდა, გრიგალაშვილმა უზბეკ დოსტონ რუზიევთან წააგო პირველივე შეხვედრა, თემურ ნოზაძემ კი პორტუგალიელ როდრიგო კოსტა ლოპესთან.