ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ტატამზე 63 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 81 კგ წონითი კატეგორიის კაცები გამოდიან.
81 კგ წონით კატეგორიაში, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტატო გრიგალალაშვილმა, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქი და ბულგარელი გეორგი გრამატიკოვის დამარცხების შემდეგ პულის ფინალში ძველ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს, ოქროს დროში, მეექვსე წუთის დასაწყისში მიაღებინა მესამე შიდო და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გასასვლელად ტატო გრიგალაშვილი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან იჭიდავებს.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვი და უზბეკი არსლობეკ ტოჯიევი იჭიდავებენ.
ამავე წონაში ასპარეზობდა ზაურ დვალაშვილი, რომელმაც შვეიცარიელი აურელიენ ბოფორენი და კანადელი ფრანსუა გორიე დრაპო დაამარცხა და შემდეგ დომინიკანელთა რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალთან წააგო.
ქალთა 63 კგ წონით კატეგორია ეთერ ასკილაშვილი ჩინელ ტან ჯინთან დამარცხდა.