სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ფედერაციის პრეზიდენტმა ბოლო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ მედლებზე ინფორმაცია წარადგინა.
წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ მედლებზე ინფორმაცია წარადგინა.
„ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად იასპარეზეს და ისტორიული მედლები მოიპოვეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ძლიერი სპორტული ტრადიციებისა და გამარჯვების სულისკვეთებით აღსავსე ქვეყანაა. ბოლო ორი სპორტული სეზონის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 48 საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 22 ოქროს, 18 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს“, - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.
ფედერაციის პრეზიდენტმა 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში მონაწილე 35 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა, მათ შორის, საქართველომ მოიპოვა ყველა კატეგორიაში ლიცენზია და მედლების საერთო ჩათვლაში, ევროპის ქვეყნებს შორის, საფრანგეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, მაკა გიორგობიანის განცხადებით, ნიკა ეგაძემ და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.




