აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა და აზერბაიჯანში მიიწვია.
ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას და აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას", - წერს ალიევი.