ატლანტაში, „მერსედეც-ბენც სტედიუმზე“ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის გუნდების შეხვედრაში პირველი ნულოვანი ფრე და ამასთანავე, მიმდინარე ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა.
მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატების დებიუტანტ კაბო-ვერდის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო და ფრეს დასჯერდა.
ესპანელები ფაქტობრივად მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდნენ ბურთს, დროს დიდ ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ და მის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ კაბო-ვერდე თავს შეუპოვრად იცავდა და მრავალი ტიტულის მქონე მეტოქეს კარის აღების საშუალებას არ აძლევდა. მეტიც, შეხვედრის მიწურულს მას გოლის გატანაც კი შეეძლო.
ესპანეთი - კაბო-ვერდე 0:0
ამავე ჯგუფში მყოფი ურუგვაის და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა მაიამი გარდენსში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“, რამდენიმე საათში დაიწყება.




