სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

კაცთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ზურაბ სტურუამ ყაზახი სერიკბაი ტემირბაიევი დაამარცხა და 7 შეხვედრიდან 6 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილი პოლონელ ელენა კრასენკოვასთან დამარცხდა. ლიდერს, გალინა სტრუტინსკაის, 7 ქულა აქვს, ნონა გაფრინდაშვილს კი 4 ქულა.

ქალთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სოფიკო ტერელაძემ ყაზახ ელენა გაიჩენიას სძლია, ინგა ხურცილავამ ყაიმით დაამთავრა შეხვედრა ესპანელ მონიკა კალცეტასთან, სოფიო ნიკოლაძე კი სერბ სუზანა მაქსიმოვიჩთან დამარცხდა. სოფიკო ტერელაძეს და ინგა ხურცილავას 5-5 ქულა აქვთ, ლიდერ მონიკა კალცეტას კი 5,5 ქულა.

კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ზაზა ხოფერიამ გერმანელი არნდ ლაუბერი დაამარცხა, ფრიდონ ყალაგაშვილმა — ბერძენი სტეფანოს ვარდაკასი, მიხეილ კეკელიძე კი ყაიმზე შეუთანხმდა არგენტინელ ხუან ფაკუნდო პიეროს. 7 ტურის შემდეგ ლიდერებს, ბულგარელ კირილ გეორგიევს და ყაზახ პაველ კოცურს, 6-6 ქულა აქვთ, ზაზა ხოფერიას და მიხეილ კეკელიძეს — 4,5-4,5 ქულა, ფრიდონ ყალაგაშვილს კი 3,5 ქულა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ