ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული პორტალი ruck.co.uk აქვეყნებს.
მმართველმა ორგანომ გამოაქვეყნა იმ ქართველი მოთამაშეების სახელები, რომლებსაც დოპინგის ტესტის დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ და აგრეთვე გაავრცელა ინფორმაცია თითოეული მათგანისთვის შეფარდებული სასჯელის ზომის შესახებ.
ყველაზე მკაცრი სასჯელი შეეფარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 104 მატჩი ჩაატარა.
სანქციების სრული სია და შესაბამისი სასჯელები:
ლაშა ლომიძე – 9 თვე დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
მირიანი მოდებაძე – 3 წელი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ოთარ ლაშხი – 3 წელი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ლაშა ხმალაძე – 3 წელი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
გიორგი ჭყოიძე – 6 წელი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.
ნუცა შამათავა („ბორჯღალოსნების“ ყოფილი მთავარი ექიმი) – 9 წელი დისკვალიფიკაცია – გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.
მერაბ შარიქაძე – 11 წელი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.




