საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სენსაციური  გამარჯვება მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები მსოფლიო თასის I დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელს სერბეთის ნაკრებს შეხვდნენ.

დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტი ქართველი წყალბურთელები იყვნენ - 12:11.

საქართველო - სერბეთი 11:11(4:2, 2:3, 2:3, 3:3), პენალტები 12:11 
გოლები: ნიკა შუშიაშვილი - 4, საბა ტყეშელაშვილი - 2, გიორგი მაგრაქველიძე - 2, დუშან ვასიჩი - 2, ანდრია ბიწაძე - 1

პენალტების სერიაში სერბების პირველივე პენალტი ირაკლი რაზმაძემ მოიგერია და საქართველო 1:0 დაწინაურდა. 4:4-ზე სერბთა მეკარემ მოიგერია ნიკა შოშიაშვილის ნატყორცნი ბურთი და ყველაფერი თავიდან დაიწყო.  11:11 ირაკლი რაზმაზემ მეორედ მოიგერია პენალტი, რეზი იმნაიშვილმა კი ზუსტად შეასრულა პენალტი და საქართველომ 12:11 გაიმარჯვა. 




აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დამარცხების შემდეგ სერბეთის ნაკრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრა დადგა ეჭვქვეშ, მაგრამ მონტენერგო- საბერძნეთის შეხვედრის ბოლო წამებზე მასპინძლებმა ბურთი გაუშვეს და მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ თავად დარჩნენ სამეულს მიღმა

ესპანეთი 5 4-1*-0 68:41 13
საბერძნეთი 5 3-0-2 68:45 9
სერბეთი 5 2-2*-1 55:51 9
მონტენეგრო 5 3-0-2 48:51 9
საქართველო 5 1-1*-3 53:73 5
ავსტრალია 5 0-0-5 42:73 0

საბერძნეთს, სერბეთს და მონტენეგროს ურთიერთშეხვედრებში სამ-სამი ქულა ჰქონდა,ბურთების სხვაობა კი ბერძნებს +1, სერბებს 0 და მონტენეგროს -1

* ფრედ დასრულებული მატჩის პენალტებით მომგები გუნდი ორ ქულას იწერს, წაგებული კი ერთს.