ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირზე „კინოშიტას თასი“ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირი „კინოშიტას თასი“ გაიმართა.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში პირველი ადგილი დაიკავა. მათ ორი პროგრამის ჯამში 188,99 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
წყვილმა რიტმულ ცეკვებში 79,74 ქულა მოიპოვა, თავისუფალ ცეკვაში კი მსაჯებისგან 110,25 ქულა დაიმსახურა.
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა აღნიშნულ ტურნირზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.








