ძიუდოისტებმა ლოზანის გრანდ სლემზე ასპარეზობა დაასრულეს.
100 კგ წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იუკოთი დაამარცხა და ლოზანის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
+100 კგ წონითი კატეგორიის რეპეშაჟში უკრაინელი ხამოს იპონით დამაცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა არაბთა გაერთიანებული საამიროების ძიუდოსტ მაგომედომარ მაგამედომაროვს იპონით მოუგო.
ამ წონის ფინალში ინალ ტასოევმა ფინელ მარტი პუმალაინენს სძლია.
ამრიგად, ლოზანის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე) მედალი მოიპოვეს
გუნდური ჩათვლა:
ქალები
1. გერმანია
2. საფრანგეთი
3. რუსეთი
4. ისრაელი
5-6. საქართველო
5-6. პოლონეთი
კაცები
1. იაპონია
2. უზბეკეთი
3. რუსეთი
4. ბრაზილია
5. საქართველო
გაერთიანებული გუნდი:
1. იაპონია
2. რუსეთი
3. გერმანია
4. საქართველო
მოამზადა რაულ კაპანაძემ




