ქართველი მუსიკოსი გიორგი შიოლაშვილი, რომელსაც შეიძლება ჯგუფ "ბზიკების" წევრად იცნობდეთ, მოცარტის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის (MozArte International Piano Competition) პრიზიორი გახდა.

 წლევანდელ კონკურსზე პირველი პრიზი არ გაიცა, მეორე პრიზი კი შიოლაშვილმა წარმოშობით იაპონელ იოშინო ჰირაიანაგისთან გაიყო. გიორგი ასევე გახდა აუდიტორიის რჩეული.

🎹 მოცარტის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წელს დაარსდა, ყოველი წლის სექტემბერში იმართება გერმანიის ქალაქ აახენში. კონკურსს დღემდე 1500-ზე მეტი მონაწილე ჰყოლია, მის პრიზიორებს შორის კი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი არაერთი პიანისტია, მათ შორის ამერიკელი კლერ ჰუანსი, გერმანელი ფაბიან მიულერი და ავსტრალიელი ჯეისონ გილჰემი.