თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს.

ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ.

ალექსანდრა კუვაევამ ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.