საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, - წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი საქართველოს დროით ზუსტად 11 საათზე დაიწყება.