ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვისაუბრე, დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისართან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„აზრთა მნიშვნელოვანი მიმოცვლა ჯოზეფ ბორელთან ევროპის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში. ჩვენი საუბარი ეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“, – წერს ზურაბიშვილი.