საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად, თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, საერთაშორისო ტურნირი KETI CUP 2025 იმართება. მონაწილეობს 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშე. მედლები ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში გათამაშდება.

ტურნირის ორგანიზატორი ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია და საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციაა.