ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ტურის შეხვედრის წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთის ნაკრებთან გამართა ამხანაგური მატჩი

შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხეს.

საქართველო - მონღოლეთი 6:1(1:1)
გოლები: 15' დავით ვოლკოვი, 29' ბალჯინიამ ბატბოლდი 1:1, 57' და 58' გიორგი ჩაკვეტაძე 2:1 და 3:1, 70' საბა ლობჟანიძე, 88' გიორგი ბერიძე, 90' ბუდუ ზივზივაძე
მე-40 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მონღოლთა მეკარე მიონხ-ერდენე ენხტაივანმა მოიგერია.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
 გიორგი ლორია (46' ლუკა გუგეშაშვილი), საბ საზონოვი, მამუკა კობახიძე, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე, გიორგი აბურჯანია (46' ნიკა კვეკვესკირი), ლუკა გაგნიძე (64' გაბრიელ სიგუა), გიორგი გოჩოლეიშვილი,  გიორგი წიტაიშვილი (64' ზურიკო  დავითაშვილი), გიორგი ჩაკვეტაძე (64' ბუდუ ზივზივაძე), დავით ვოლკოვი (71' გიორგი ბერიძე).