ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს.
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.
გიორგი მურვანიძე არის პროფესიით სამართალმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 2003 წელს საქართველოს შსს გაზეთ „სრულიად არასაიდუმლო“-ს იურიდიული განყოფილების უფროსად.
2004-2005 წლებში მუშაობდა ქ.ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელად. 2007 წლიდან სამსახურეობრივ კარიერას განაგრძობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტუზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში გახლდათ აჭარის რეგიონული ექპერტიზის დეპარტამენტის უფროსი , ხოლო 2014 წლიდან დღემდე ბიუროს უფროსის მოადგილე, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.