ბაქოში დასრულდა შეხვედრა ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის.
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის ნაკრებს 4:1 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ:
+78კგ სოფიო სომხიშვილი — წაგება ჩაეთვალა ორთაბრძოლის გარეშე
70კგ ნინო გულბანი — მოგება
90კგ ლუკა მაისურაძე — მოგება
+100კგ ირაკლი დემეტრაშვილი — მოგება
57კგ ეთერ ლიპარტელიანი — მოგება
73 კგ გიორგი ლოლაძე — აღარ უჭიდავია
ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ნაკრებმა იტალია 4:1 დაამარცხა (ირაკლი დემეტრაშვილი - მოგება, ეთერ ლიპარტელიანი - მოგება, გიორგი ლოლაძე - მოგება, ნინო გულბანი - მარცხი, ლუკა მაისურაძე - მოგება), უზბეკეთთან 3:4 წააგო (ეთერ ლიპარტელიანი - მოგება, გიორგი ლოლაძე - წაგება, ნინო გულბანი - მოგება, ლაშა ბექაური მოგება, სოფიო სომხიშვილი - მარცხი, ირაკლი დემეტრაშვილი მარცხი, სოფიო სომხიშვილი - მარცხი) და საფრანგეთს 4:3 მოუგო (გიორგი ლოლაძე - მარცხი, ნინო გულბანი- მარცხი, ლაშა ბექაური - მოგება, სოფიო სომხიშვილი - წაგება, ეთერ ლიპარტელიანი - მოგება, ირაკლი დემეტრაშვილი - მოგება, ლაშა ბექაური - მოგება)
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ბრინჯაოს მედალი უზბეკებმა მოიპოვეს. მათ მონღოლები 4:2 დაამარცხეს.
ოქროს მედლისთვის მატჩი იაპონიამ რუსეთს 4:1 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ქალთა და კაცთა გაერთიანებულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლიდან ტარდება და დღემდე გამართულ ყველა ჩემპიონატზე ოქროს მედლები მხოლოდ იაპონელებს და ქართველებს (2025 წელს) აქვთ მოპოვებული, საქართველოს გაერთიანებული ნაკრები დღემდე ორჯერ (2023 და 2024 წლებში) იყო ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
2017 წლამდე კაცთა ნაკრებ გუნდებს შორის ჩატარებული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან იაპონიას ექვსჯერ (1998, 2002, 2007, 2010, 2014, 2015) აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, საფრანგეთს სამჯერ (1994, 2003, 2014) საქართველოს სამჯერ (2006, 2008, 2013), კორეას ერთხელ (2005) და რუსეთს ერთხელ (2012).
ქალთა შორის გამართული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან იაპონიას ექვსჯერ (2002, 2003, 2008, 2012, 2013, 2015) აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, საფრანგეთს ოთხჯერ (2005, 2006, 2011, 2014), კუბას ორჯერ (1997, 1998), ჩინეთს ერთხელ (20070 და ნიდერლანდებს ერთხელ (2010).
მასალა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, 19:16 საათზე განახლდა
მოამზადა რაულ კაპანაძემ




