ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
ძიუდოში მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატი საქართველოს და კორეის გაერთიანებული ნაკრების გუნდების ფინალური შეხვედრით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო გუნდური პირველობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა
საქართველო 4-1კორეა
გურამ თუშიშვილი 0-1 სინგიობ ლი
ეთერ ლიპარტელიანი 1-0 მიმი ჰუჰი
მიხეილ ბახბახაშვილი 1-0 დონჰიონ ბე
მარიამ ჭანტურია 1-0 იერან ლი
ლაშა ბექაური 1-0 ჯონჰუნ კიმი
ფინალამდე საქართველომ ჩინეთი, იტალია და იაპონია დაამარცხა
საქართველო 4-1 ჩინეთი
მარიამ ჭანტურია 1:0 დან იუ
ლაშა ბექაური 1:0 ქსი ჰანი
სოფიო სომხიშვილი 0:1 ქსირან ნიუ
გურამ თუშიშვილი 1:0 რუიქსუან ლი
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 იუინ ტაო
საქართველო 4-0 იტალია
ლაშა ბექაური 1:0 კრისტიან პარლატი
სოფიო სომხიშვილი 1:0 ასია ტანანო
გურამ თუშიშვილი 1:0 ჯენარო პირელი
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 ჯულია კარნა
საქართველო - იაპონია 4-2
სოფიო სომხიშვილი 0:1 რური ტაკანაში
გურამ თუშიშვილი 1:0 კანტა ნაკანო
ეთერ ლიპარტელიანი 1:0 მომო ტამაოკი
მიხეილ ბახბახაშვილი 1:0 იუდაი ტანაკა
მარიამ ჭანტურია 0:1 უტანა ტერადა
ლაშა ბექაური 1:0 სანშირო მურაო
ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და გერმანიამ მოიპოვეს.
იაპონია 4-0 ბრაზილია
გერმანია 4-1 იტალია
აღსანიშნავია, რომ ქალთა და კაცთა გაერთინებულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლიდან ტარდება და დღემდე გამართულ შვიდივე პირველობაზე ოქროს მედლები მხოლოდ იაპონელებს ჰქონდათ მოპოვებული, საქართველოს გაერთიანებული ნაკრები კი ორჯერ (2023 და 2024 წლებში) იყო ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
2017 წლამდე კაცთა ნაკრებ გუნდებს შორის ჩატარებული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან იაპონიას ექვსჯერ (1998, 2002, 2007, 2010, 2014, 2015) აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, საფრანგეთს სამჯერ (1994, 2003, 2014) საქართველოს სამჯერ (2006, 2008, 2013), კორეას ერთხელ (2005) და რუსეთს ერთხელ (2012).
ქალთა შორის გამართული 14 მსოფლიო ჩემპიონატიდან იაპონიას ექვსჯერ (2002, 2003, 2008, 2012, 2013, 2015) აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, საფრანგეთს ოთხჯერ (2005, 2006, 2011, 2014), კუბას ორჯერ (1997, 1998), ჩინეთს ერთხელ (20070 და ნიდერლანდებს ერთხელ (2010).