ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ევროპის გუნდური ჩემპიონატის შეხვედრებია. 

საქართველოს ნაკრებმა იტალიის ნაკრებს 4:3 სძლია, შემდეგ მასპინძლები 4:1 დაამარცხა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

სოფიო სომხიშვილი ერიკა სომინეტისთან დამარცხდა, გურამ თუშიშვილმა მუნგაი ნიკოლასი დაამარცხა, ეთერ ლიპარტელიანმა ტაუნი დევიდ კაპანი დიასსთან კაპანისთან წააგო, ლაშა შავდათუაშვილმა მანუელ პარლატის სძლია, მარიამ ჭანტურია ირენ პედროტისთან დამარცხდა, ლაშა ბექაურმა ლორენცო რიგანოს მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ლაშა ბექაური და ლორენცო რიგანო წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ორთაბრძოლა ამჯერადაც ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.

ხორვატიასთან შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა იოსიპ ბულიჩს სძლია, ეთერ ლიპარტელიანმა ტიჰეა ტოპოლევეცს, ლაშა შავდათუაშვილმა რობერტ კლაჩარს, მარიამ ჭანტურია  ლარა ცვეტკოსთან დამარცხდა და ლაშა ბექაურმა დომინიკ დრუზეტა დაამარცხა