იაპონიაში, ოკინავა არენაზე" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიული მატჩი გამართა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდეს კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა.
ქართველმა კალათბურთელებმა კარგად წარმართეს შეხვედრა და ისტორიულ მატჩში ისტორიული, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 85:60 (20:11, 28:11, 22:15, 15:23)