უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა გერევიჩ-კოვაჩ-კარპატის სახელით ცნობილი მსოფლიო თასის გათამაშება ხმლით მოფარიკავეთა შორის

ლეგენდარული უნგრელი მოფარიკავეების სახელით ცნობილი მსოფლიო თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ მსოფლიო რეიტინგის N1 და N2 სპორტსმენები, სანდრო ბაზაძე და არონ ჟილაგი.

სანდრო ბაზაძე თავიდანვე დაწინაურდა და ჟილაგი მდევრის როლში აღმოჩნდა. პირველი რაუნდი ბაზაძემ 8:4 მოიგო, მეორეში კი 11:5 და შემდეგ 14:10 გახადა ანგარიში. ამის შემდეგ კი ჟილაგიმ და მსაჯებმა მოახერხეს და შეხვედრის საბოლოო შედეგი 15:14 ჟილაგის სასარგებლოდ დააფიქსირეს.

სანდრო ბაზაძე გერვიჩ-კოვაჩ-კარპატის მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა