თბილისში დასრულდა ხმლით მოფარიკავე კაცთა ინდივიდუალური მსოფლიო პირველობა.  

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო თასის 4-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა, სანდრო ბაზაძემ, კარიერაში პირველად შეზლო მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მოპოვება.