თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა ვახო სანაიას საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.