ის, რომ ფეხბურთი, მისი სილამაზით ათასობით ადამიანის გულს იპყრობს ფაქტია, თუმცა თამაში ხანდახან, ბურთის გაგორების გარდა, ადამიანებში სხვა ინტერესებსაც იწვევს.
ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში პროფესიონალურად თამაშობდა ფეხბურთს. იგი მადრიდის რეალის რიგებში ირიცხებოდა, თუმცა 20 წლის ასაკში მოხვდა ავარიაში და 3 წელი საავადმყოფოში გაატარა. მას თავისუფლად მხოლოდ ხელების მართვა შეეძლო. ესპანელმა ისწავლა გიტარაზე დაკვრა, დაიწყო სიმღერა და საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი გახდა.
ბრაზილიაში ფეხბურთის მატჩზე, ძლიერმა ქარმა ინერციით, ერთ-ერთი პარაშუტისტი გადმოაფრინა. პარაშუტისტი სწორედ იმ წამს ჩამოვარდა გოლკიპერთან, როდესაც ის ბურთის მოგერიებას ცდილობდა. შედეგად ბურთი ბადეში აღმოჩნდა. პროტესტის მიუხედავად, მსაჯმა ეს გოლი ჩათვალა.
ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია 6 ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, კამფუჩიოსა და გრელანდიაში.
ცნობილია, რომ ინგლისელები ყველაზე მხურვალე ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი, მათ საყვარელ გუნდს თავდაუზოგავად გულშემატკივრობენ და ბევრ რამეზეც კი არიან წამსვლელები. თუმცა წლიური ანგარიშის მიხედვით, ინგლისელი გულშემატკივრის მიერ დაზიანებული კერძო და საზოგადოებრივი ქონების ზარალი 40 მილიონ ფუნტს აღწევს.
ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი გაიმართა 1981 წლის 1-3 აგვისტოს ორ ირლანდიურ კლუბს შორის. გამარჯვებული მხოლოდ 65 საათსა და 1 წუთში გახდა ცნობილი.
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტოგოლი ეკუთვნის იტალიური კლუბის ”ბრეშას” მცველ მეცას, რომელმაც 38-ე წამზე აიღო საკუთარი კარი.
იტალიელმა გოლკიპერმა გროსომ, თამაშის მსვლელობის დროს, მსაჯს ურჩია, რომ სათვალეები ეტარებინა. რის გამოც იგი თამაშიდან გააძევეს, ხოლო სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ გროსო ერთ-ერთი ოპტიკური მაღაზიის მფლობელი გახლდათ და მსაჯს ნამდვილად სჭირდებოდა სათვალე. დისციპლინარულმა კომისიამ იტალიელის საქციელი განიხილა, არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ სასარგებლო და რაციონალური რჩევა.
იშვიათი შემთხვევა მოხდა ესპანეთის მეორე ლიგაში, სადაც ”სან ისიდრო” და ”ოლიმპიკო კარანტე” უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილა ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, წრე შემოარტყეს არბიტრს და ცდილობდნენ ”დამნაშავე” მსაჯისთვის გადაწყვეტილება შეეცვალათ. მსაჯმა სიმშვიდე შეინარჩუნა და 22-ვე ფეხბურთელს წითელი ბარათი აჩვენა.
ცნობილია, რომ გოლკიპერი, ლევ იაშინი, არამხოლოდ ფეხბურთის მეკარე გახლდათ, არამედ ჰოკეისაც. 1953 წელს ის გახდა სსრკ-ის თასის გამარჯვებული ჰოკეიში. იაშინის გამოძახებას აპირებდნენ ჰოკეის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ამ დროისთვის, რუსი უკვე მთლიანად ფეხბურთზე იყო ორიენტირებული.
ყველაზე ახალგაზრა ფეხბურთის კომენტატორი გახდა 10 წლის გაბრიელა ფერეირა. 2003 წელს გოგონამ ბრაზილიის რადიოში დაიწყო მუშაობა.
ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში გავიდა 1994/95წწ. სეზონში. ლივერპულის ფორვარდს რობი ფაულერს სულ რაღაც 4 წუთი და 32 წამი დასჭირდა, არსენალის კარის ასაღებად.




