ისტ რატერფორდში, „მეტლაიფზე“, მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის I ჯგუფის გუნდების პირველი შეხვედრა გაიმართა.

საფრანგეთის და სენეგალის ნაკრები გუნდების შეხვედრის პირველ ნახევარში აფრიკელებმა ორი აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი ანალოგიურ სიტუაციებში ფრანგებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ჯერ მბაპემ, შემდეგ კი ბარკოლამ გაიტანეს გოლები.  

კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე სენეგალელმა იბრაიმ მბაიემ ერთი გოლი გაქვითა, ერთ წუთში კი კილიან მბაპემ მეორედ აიღო მეტოქის კარი საბოლოო შედეგი დაფიქსირა

საფრანგეთი - სენეგალი 3:1(0:0)
გოლები: 66' კილიან მბაპე 1:0, 82' ბრედლი ბარკოლა 2:0, 90+5' იბრაიმ მბაიე 2:1, 90+6' კილიან მბაპე 3:1

ამავე ჯგუფში მყოფი ერაყის და ნორვეგიის ნაკრები გუნდების შეხვედრა ბოსტონში რამდენიმე საათში დაიწყება.