ლონდონში, „ტვიკენჰემზე“, ერების ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრები დასრულდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისი ახალი ზელანდიასთან დამარცხდა.
ინგლისი — ახალი ზელანდია 8:26(3:10)
მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინამ შოტლანდიას მოუგო.
არგენტინა — არგენტინა 34:26(19:7)
პირველი ადგილისთვის მატჩში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას სძლია და ერების ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთი — სამხრეთ აფრიკა 40:34(20:3)
შეგახსენებთ, რომ მეცხრე-მეათე ადგილების გადასანაწილებელ პლეიოფში უელსთან დამარცხების შედეგად იაპონიას რეიტინგში 0.99 ქულა დაკარგა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეთორმეტე ადგილზე „ბორჟღალოსნების“ აღზევებისთვის.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




