რაგბიში ერების ჩემპიონატზე პლეიოფის შეხვედრები მიმდინარეობს.

იტალიაში მასპინძლებს მეთერთმეტე ადგილისთვის მატჩში ფიჯისთან საწყის წუთებში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობიდან 55-ე წუთზე აღარაფერი შერჩათ და 1 ქულით ჩამორჩნენ კიდევაც, თუმცა, საბოლოოდ, ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მეთერთმეტე ადგილთან ერთად სარეიტინგო ყულაბას 1,36 ქულა შემატეს და „ბორჯღალოსნებს“ გადასწრების საშუალება არ მისცეს.

იტალია — ფიჯი 23:21(17:7)


მეხუთე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებაში ირლანდიამ ავსტრალია დაამარცხა.

ირლანდია — ავსტრალია 38:14(14:7)


მეცხრე-მეათე ადგილების გადასანაწილებელ პლეიოფში უელსმა იაპონიას აჯობა.

მარცხმა იაპონიას რეიტინგში 0.99 ქულა დააკარგვინა, რაც მეთორმეტე ადგილზე „ბორჟღალოსნების“ აღზევებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

უელსი — იაპონია 40:10(26:0)



მოამზადა რაულ კაპანაძემ