სამარყანდში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეოთხე ტურში ბელგიის ნაკრებს 3:1 სძლია. პარტიები ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძემ მოიგეს, ნიკოლოზ კაჭარავა და ბაადურ ჯობავა კი ყაიმზე შეუთანხმდნენ მეტოქეებს.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე) ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ - 2:2 დაასრულა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები 6 ქულით მე-19 ადგილზეა. კაცთა ნაკრებს კი 7 ქულით მე-16 ადგილი უკავია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




