სამარყანდში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

დღეს, მესამე ტურში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე) მესამე ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს 4:0 სძლია,  საქართველოს მოჭადრაკე კაცთა ნაკრებმა კი ფინეთი 3:1 დაამარცხა (მიხეილ მჭედლიშვილი - წაგება, ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე - მოგებები).

სამი ტურის შემდეგ ქალები 25-ე, კაცები კი 26-ე ადგილზე არიან. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ