ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოში (J1, უსინათლოთა შორის) ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრის პირველ დღეს ქართელმა ფალავანმა 81-კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო დაამარცხა და ასტანის გრანპრიზე ოქროს მედალს დაეუფლა.