რიოს ოლიმპიადა დაიწყო. სპორტსმენები სპორტის 28 სახეობის 41 დისციპლინაში შეეცდებიან მედლების მპოვებას. საქართველოს სახელით სპორტის 13 სახეობის 40 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდოა.

20 აგვისტოს სპორტსმენები სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. "აიპრესი" გთავაზობთ 20 აგვისტოს განრიგს.

მძლეოსნობაში თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება და 05:35 საათამდე გაგრძელდება.

ბადმინტონში შეხვედრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და 16:20 საათამდე გაგრძელდება.

კალათბურთში შეხვედრები ქალთა შორის გაიმართება. 17:30 საათზე ბრინჯაოს მედლისთვის საფრანგეთისა და სერბეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ფინალში კი ერთმანეთს 22:30 საათზე აშშ-სა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კრივში შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.

კანოე სპრინტში შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და 17:12 საათამდე გაგრძელდება.

ველოსპორტში (სამთო ბაიკი) შეჯიბრი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

წყალში ხტომაში კაცთა შორის ნახევარფინალი თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 23:30 საათზე.

ფეხბურთში კაცთა შორის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კონდურასსა და ნიგერიას შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრა ბრაზილიასა და გერმანიას შორის კი 00:30 საათზე დაიწყება.

 

გოლფში ქალთა შორის მეოთხე რაუნდი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ხელბურთში ქალთა შორის მედლისთვის შეხვედრები გაიმართება. ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ჰოლანდიასა და ნორვეგიის ნაკრებები თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდებიან, ხოლო ფინალში საფრანგეთისა და რუსეთი 22:30 საათზე ითამაშებენ.

თანამედროვე ხუთჭიდში კაცთა შორის შეჯიბრი გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მხატვრულ ტანვარჯიშში ფინალური შეჯიბრებები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ტაიკვანდოში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 03:00 საათიდან დაიწყება.

ტრიატლონში ქალთა შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ფრენბურთში ქალთა შორის მედლისთვის შეხვედრები გაიმართება. ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიისა და აშშ-ს ნაკრებები თბილსის დროით 20:00 საათზე იბრძოლებენ, ხოლო ფინალში 05:15 საათზე ჩინეთისა და სერბეთის ნაკრებები შეეჯიბრებიან.

წყალბურთში შეხვედრები კაცთა შორის თბილისის დროით 17:40 საათიდან დაიწყება და 00:50 საათამდე გაგრძელდება.

თავისუფალ ჭიდაობაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 23:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს სახელით ქართველი მოჭიდავეები 86 კგ. წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი და 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ. სანდრო ამინაშვილი პირველ წრეში ისვენებს და შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც პოლონელ მეტეუს ბარანოვსკის დაუპირისპირდება. გენო პეტრიაშვილი კი პირველ წრეში ბულგარელ ალირეზა კარიმიმაჩიანს დაეჭიდება.