უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ფაზის პირველი ტურის მატჩები მიმდინარეობს.

მადრიდში „ინტერი“ მასპინძლებს პირველ ტაიმში მესამე გაშვებულ გოლს გადაურჩა, მეორე ტაიმში კი თავგამოდებით ცდილობდა მატჩის გადარჩენას. მეკარე მარტინესმა ორი ძნელი  ბურთი მოიგერია, შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კი „ინტერმა“ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ „რეალმა“  ბურთზე კონტროლის მოპოვება და ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.

„რეალი“ - „ინტერი“ 2:1(1:0)
გოლები: 14' კილიან მბაპე 1:0, 23' ფედერიკო ვალვერდე 2:0, 75' კარლოს აუგუსტო 2:1

„მანჩესტერ სიტი“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძელთა მეკარის კარგმა თამაშმა მის დაწინაურებას შეუშალა ხელი. მეორე ნახევრის დასაწყისში ერლინ ჰოლანმა სტუმრები დააწინაურა და შემდეგ მასპინძელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში შეხვედრის მიწურულამდე უცვლელი რჩებოდა. 90+1' წუთზე წინ შეხვედრაში მეოერდ დაფიქსირდა კარის აღება. გოლი კვლა ერლინ ჰოლანმა გაიტანა.

ნორვეგიელმა „მანჩესტერ სიტის“ რიგებში გატანილი 167 გოლით კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში მესამე საფეხურზე გადაინაცვლა.  

„პორტუ“ - „მანჩესტერ სიტი“ 0:2(0:0)
გოლები: 47 და 90+1' ერლინ ჰოლანი 


„ლილი“ სახლში „ბეტისთან“ დამარცხდა.

„ლილი“ - „ბეტისი“ 2:3(2:1)
გოლები: 12' აიასე უედა 1:0, 33' მარკ ბარტრა 1:1, 35' ალექსანდრო 2:1, 49' მარკ ბარტრა 2:2, 53' ტროი პეროტი 2:3
გაძევება: 56' ეთან მბაპე („ლილი“, წითელი ბარათი)

მოამზადა რაულ კაპანაძემ