ესპანეთის ლა ლიგაში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
სენსაცია დაფიქსირდა მადრიდში, სადაც „რეალმა“ „ალავესთან“ წააგო.
მადრიდელები უპირატესობას ფლობდნენ და მაშინაც კი, როდესაც ორი ბურთით ჩამორჩნენ, მათი წაგება ნაკლებად მოსალოდნელი ჩანდა. თუმცა, ბასკებმა შეძლეს თავი დაეცვათ და ერთი გოლის მეტი არ გაეშვათ. შეხვედრის მიწურულს მსაჯმმა ჯუდ ბელინგემს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდორი დაატოვებინა. პირველი ყვითელი ბელინგემს არასპორტული საქციელისთვის ჰქონდა მიღებული.
„რეალი“ — „ალავესი“ 1:2(0:1)
გოლები: 22' ტონი მარტინესი 0:1, 62' ანხელ პერესი 0:2, 69' კილიან მბაპე 1:2
გაძევება: 88' ჯუდ ბელინგემი („რეალი“, მეორე ყვითელი)
გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალიეკანომ“ გასვლაზე „ბეტისი“ დაამარცხა.
გიორგი წიტაიშვილი (Flashscore — 6.8) მინდორზე 65-ე წუთზე შევიდა.
„ბეტისი“ — „რაიო ვალიეკანო“ 0:1(0:0)
გოლი: 72' ხორხე დე ფრუტოსი
გიორგი გულიაშვილის „სანტანდერმა“ გასვლაზე „ლევანტე“ დაამარცხა.
გიორგი გულიაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
„ლევანტე“ - „სანტანდერი“ 1:3(1:0)
„მალაგა“— „ატლეტიკი“ 3:4(1:2)
„ელჩე“ — „ატლეტიკო“ მადრიდი 2:3(1:3)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




