ქუთაისი- სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა ქართველი მორაგბე, ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი (მეკო). 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი,  მერაბ კვირიკაშვილი (მეკო) ავტოკატასტროფაში მოყვა. ამ ინფორმაციას "აიპრესთან" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელი სანდრო უჯმაჯურიძე ადასტურებს.

"მერაბ კვირიკაშვილი ცოცხალია, დანარჩენ ინფორმაციას არ ვფლობ და ვერ დავადასტურებ. ვიცი, რომ ის მარტო არ იყო" - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ღირსებას იცავს. ნაკრებში მის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოპოვებული ქულაა.